ფინანსები
27/09/2021
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია ლონდონის ბირჟაზე £764 მლნ-მდე გაიზარდა
საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში £7 მლნ-ით გაიზარდა, £764 მლნ-მდე.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.54 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 0.91%-ით მაღალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 321 000 აქციაზე მეტი შეადგინა.
გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების (BGEO, CGEO, TBC) კაპიტალიზაცია 1.817 მლრდ ფუნტია.