ფინანსები
30/07/2020

საქართველოს ბანკის დაფინანსებით პირბადეების საწარმო "ჯეომასკი" ფართოვდება

საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისებას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა კომპანია ,,ჯეომასკთან’’ პარტნიორობა დაიწყო.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ფინანსური მხარდაჭერა საკერავი დანადგარის შესაძენად, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს პირბადეების წარმოების ზრდას. ეს კი პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკერავი დანადგარი 3 შრიან სამედიცინო პირბადეებს აწარმოებს. აღნიშნულ პროექტზე 370 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკმა პანდემიის პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება განახორციელა. სწორედ ამ სამოქმედო გეგმის ნაწილია პირბადეების ადგილობრივად წარმოების ხელშეწყობაც. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ჯეომასკი“ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენც, როგორც პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტი ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს პირბადეების აპარატების მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის პირბადის შეძენა/ტარებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023