ფინანსები
31/05/2021
"საქართველოს ბანკის" აქციების ფასი წლის მაქსიმუმზეა
„საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი წლის მაქსიმუმზეა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკის 1 აქციის მაქსიმალური ღირებულება 13.24 ფუნტი სტერლინგია.
31 მაისი ვაჭრობაზე 1 აქციის ღირებულება 13.10 ფუნტს შეადგენს და წლიურ ჭრილში 41.62%-იანი ზრდას აჩვენებს.
„საქართველოს ბანკის“ კაპიტალიზაცია კი, ამ დროისათვის 617.833 მლნ ფუნტი სტერლინგით განისაზღვრა.
გასულ კვირას, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 13.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.17% წინა კვირასთან შედარებით და +21.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 269 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.06 – 13.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა