ფინანსები
05/02/2021

საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას.

დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისთვის სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა საკმარისია მან წარადგინოს პირადობის მოწმობა და გააზიაროს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეძლოს საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობა.

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურზე წვდომას შეძლებენ ისეთი აქტუალური პროფესიის მქონე ადმიანები, როგორიცაა: რეპეტიტორი, ტაქსის/პირადი მძღოლი, ძიძა, კურიერი, დამლაგებელი, სტილისტი და სხვა. სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

„საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისთვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023