ფინანსები
12/04/2021

საქართველო სსფ-სგან $111 მლნ-იან ტრანშს ელის

სსფ-ს პროგრამის ბოლო მიმოხილვის დასრულების შემდეგ კიდევ საქართველოს ანგარიშზე 111 მლნ დოლარი (78 მლნ SDR) ჩაირიცხება. პროგრამის ფარგლებში, სულ, საქართველოს  687 მლნ დოლარი (406 მლნ SDR) აქვს მიღებული, მათ შორის 2020 წელს - 226 მლნ SDR ($315 მლნ დოლარი).

ფონდის ოპერატიული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე სებ-ის პრეზუდენტმა ბევრჯერ აღნიშნა, რის გარეშეც ანტიკრიზისული ღონისძიებები გაჭირდებოდა. ამავდროულად კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი "იმედი მაქვს რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა. ეს იქნება ნამდვილად წარმატებული 4-წლიანი პროგრამა“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.

სავალუტო რეზერვები, სსფ-ის, მთავრობის ჩარიცხვებით და გრანტებით, მარტში 3.9 მლრდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, 1.04.2021-ისთვის სარეზერვო აქტივებმა $ 4.1 მლრდ -ს მიაღწია (01.03.2021- 4.076 მლრდ)

პანდემიის გაურკვევლობის პერიოდის გახანგრძლივების გამო, რეზერვების ხარჯვაზე სებ-მა არაერთხელ განაცხადა. 2020 წელს სსფ-სგან ჩამოირიცხული 315 მლნ დოლარის სსფ-ს სესხი ($201 მლნ - ფინანსთა სამინისტრო, $114 მლნ - ეროვნული ბანკი), მთლიან საერთაშორისო რეზერვებში საიახა 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად გაყიდა 916 მლნ დოლარი, $873,2 მლნ სავალუტო აუქციონებით, $42.9 კი - ბიმატჩით.