საქართველო IMF-ისგან $112.1 მლნ-ს მიიღებს
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $112.1 მლნ დოლარს (79 მლნ SDR) მიიღებს. თანხის გამოყოფის საკითხი ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა საქართველოში სსფ-ს მისიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, ამ თანხის ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა $576.4 მლნ-ს გაუტოლდება.
"პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ
მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი
პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. 2020 წლის პირველ ნახევარში
პროგრამით გათვლისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია. მისიის დონეზე მიღწეული
ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს", - ამბობს მისიის ხელმძღვალი მერსედეს ვერა მარტინი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით 5 ოქტომბერი 9 ნოემბრის პერიოდში ვირტუალურად იმუშავა. მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის შესასრულებლად.