ფინანსები
23/09/2020

საქართველო ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობას ამკაცრებს

საქართველო ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობას ამკაცრებს. პარლამენტში იწყება კანონპროექტის განხილვა, რომლითაც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებულ პირებზე სანქციები  საქარათველოშიც ავტომატურად, არაუმეტეს 48 საათში გავრცელდება. 

დღეისათვის, საქართველოში არსებული მოდელი ითვალისწინებს სანქციების იმპლემენტაციის პროცესში რამდენიმე სუბიექტის, მათ შორის, სასამართლოს ჩართულობის აუცილებლობას და პროცესს დაახლოებით 3-5 სამუშაო დღე სჭირდება.

ცვლილებით, სიაში შესული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან მოხსნის გადაწყვეტილებას სასამართლოს გარეშე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია მიიღებს.