ფინანსები
09/10/2021

საგზაო ინფრასტრუქტურაზე 2022 წელს ₾2 მლრდ-მდე დაიხარჯება

საგზაო ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით 323 მლნ ლარით იზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გამოყოფილია 1.9 მლრდ ლარი, აქედან 915.8 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებია, 946.6 მლნ ლარი, კრედიტი. 

თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე: 

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 80.0 მლნ ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის
    რეკონსტრუქცია - მშენებლობა – 180.0 მლნ ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა  – 230.0 მლნ ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 120.0 მლნ ლარი;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის
    გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80.0 მლნ ლარი;
  • სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ 0-კმ 50 მონაკვეთის
    მოდერნიზაცია-მშენებლობა – 80.0 მლნ ლარი;
  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის
    მონაკვეთის მშენებლობა – 83.0 მლნ ლარი;
  • ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 55.0 მლნ ლარი;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე
    საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა  – 200.0 მლნ ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს
    მონაკვეთის მშენებლობა - 100 მლნ ლარი;
  • ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია - 80.0 მლნ ლარი;
  • ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 40 მლნ ლარი;
  • ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის
    რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი.