ფინანსები
12/08/2021

საფონდო ბირჟიდან 3 კომპანიის ფასიანი ქაღალდები მოიხსნა

საქართველოს საფონდო ბირჟიდან 3 კომპანიის ფასიანი ქაღალდები მოიხსნა.

ამჯერად "საქართველოს სალიზინგო კომპანიის", "ნიკორა ტრეიდისა" და "ისანი ქართუს" დელისტინგი განხორციელდა. 

"საქართველოს სალიზინგო კომპანიისა" და "ნიკორა ტრეიდის" შემთხვევაში დელისტინგი ფასიანი ქაღალდების დაფარვის ვადის დასრულებას უკავშირდება.

სალიზინგო კომპანიას $10 მლნ-ის ობლიგაციები ჰქონდა განთავსებული, ნიკორა თრეიდის ემისიის მოცულობა კი $25 მლნ იყო.

რაც შეეხება "ისანი ქართუს", მისი დელისტინგი საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ დებულების 5.12.8 პუნქტის შესაბამისად განხორციელდა, რაც იმას გულისხმობს რომ ემიტენტმა ფასიანი ქაღალდების ვაჭრობიდან მოხსნის შესახებ ბირჟას თავად მიმართა.

"ისანი ქართუს" აქციები ბირჟაზე არა სალისტინგო კატეგორიაში 2000 წლიდან არის დაშვებული, ემისიის მოცულობა 2,388,436 აქციით განისაზღვრებოდა. 

 

Businesspartner