ფინანსები
11/08/2021
საფონდო ბირჟაზე "გრინ დაზღვევა საქართველოს" 50 000 აქცია გაიყიდა
საფონდო ბირჟაზე სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველოს“ აქციები გაიყიდა.
საბირჟო გარიგებით 100 000 ლარის 50 000 აქცია გაიყიდა. ეს კომპანიის აქციების ემისიიდან ყველაზე მსხვილი გარიგებაა. სულ აქციების განთავსებიდან დღემდე საბირჟო გარიგებით 101 888 ლარის 50 944 აქციით ივაჭრეს.
„გრინ დაზღვევა საქართველომ“ საქართველოს ბირჟაზე აქციები 2020 წლის დეკემბერში განათავსა.
B კლასის აქციები B კატეგორიის ლისტინგში განთავსდა, ემისიის მოცულობა ₾9 მლნ, განთავსებული აქციები 4 მლნ.
სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველო“ 2013 წელს შემოვიდა ბაზარზე და „კამარას“ სახელით ფუნქციონირებდა. 2020 წელს კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ შეიძინა და კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა.
2020 წელს კომპანიას 2.48 მლნ ლარის პრემია ჰქონდა მოზიდული.