ფინანსები
25/08/2020

საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 78%-ით არის შემცირებული.

2020 წლის პირველ ნახევარში ქართული კომპანიების ობლიგაციებზე 4,141 მლნ დოლარის გარიგება დაიდო. 53 გარიგების შედეგად 3 847 ობლიგაციით ივაჭრეს.

ყველაზე მსხვილი 626 730 დოლარის გარიგება საქართველოს უძრავი ქონების ობლიგაციებზე დაიდო.

2019 წლის პირველ ნახევარი გაცილებით უფრო უხვი იყო. გარიგებების მოცულობამ 19,477 მლნ დოლარი შეადგინა, 98 გარიგების შედეგად  19 144 ობლიგაციით ივაჭრეს. 

(მაჩვენებლები მოცემულია მხოლოდ დოლარში ემიტირებულ ობლიგაციებზე)

Businesspartner