ფინანსები
06/05/2021
საფონდო ბაზარი m²-ის კომპანიების ფასიანი ქაღალდებით "სუნთქავს"
საფონდო ბაზარი m²-ის კომპანიების ფასიანი ქაღალდებით „სუნთქავს“.
„საქართველოს უძრავი ქონება“ და „ქონების მართვის ჯგუფი“ ეს ის ორი კომპანიაა, რომელთა ფასიანი ქაღალდები აქტიურად ივაჭრება. იანვარში 1 გარიგება დაიდო "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციებზეც.
ე.წ „ფიქსინგით“ 57 გარიგებაა დადებული, 4980 ობლიგაციაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარს აღემატება.
ბირჟის სავაჭრო სესიებზე კი, აქტივობა ნულამდეა დასული. 2021 წლის 4 თვეში, სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 8 გარიგება დაიდო, რომელთა ღირებულება მხოლოდ, 2 454 ლარი იყო. გარიგებები „გრინ დაზღვევა საქართველოსა“ და "ლიბერთის" აქციებზე შედგა.