ფინანსები
15/09/2020

სადაზღვევოებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადებაზე გადაწყვეტილება მიღებულია - IU

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 1 კვირის წინ იყო შეხვედრა როგორც მთავრობასთან, ისე რეგულატორთან და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ზრდა გადავადდეს,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარე საუბრობს.

ვასილ ახრახაძის ინფორმაციით, საკითხი ამ ეტაპზე იურიდიულად გაფორმებული არ არის და მუშაობა ამ დრომდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მარეგულირებელში განუცხადეს, კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე სადაზღვევო სექტორისთვის საზედამხედველო კაპიტალის 7,2 მილიონ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.