ფინანსები
09/12/2020

სადაზღვევო კომპანიები PCR ტესტის საფასურს გამონაკლის შემთხვევებში აფინანსებენ

სადაზღვევო კომპანიები PCR ტესტის საფასურს გამონაკლის შემთხვევებში აფინანსებენ.როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს სადაზღვევო კომპანიის კეთილი ნება ან სპეციალიურად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეილება იყოს მიღებული.

„შეიძლება საჭირო იყოს ტესტის პასუხის ძალიან სწრაფად გაგება, ან რამე სხვა. ეს მხოლოდ  ერთეულ შემთხვევებში ხდება. წესია ის, რომ დღეს PCR ტესტების საფასურს იხდის სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები პანდემიასთან დაკავშირებულ  მომსახურებებს არ აფინანსებენ.კერძო სექტორმა უნდა მიხედოს თავის საკონტრაქტო ვალდებულებებს, რომელიც ისედაც უზარმაზარია “-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრია   COVID-19-ის მართვაში ოქტომბრის ბოლოს ჩაერთო. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.