ფინანსები
25/10/2022

საბანკო სექტრის აქტივებმა ₾68 მლრდ-ს გადააჭარბა - ბანკების რეიტინგი

ოქტომბერში, კომერციული ბანკების აქტივები (მიმდინარე ფასებში) 110 მლნ ლარით  (+0.2%m.m) 68.07 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. წლიურად (Y.Y) 16%-ით (01.10.2021 - 58.6 მლრდ; 01.10.2020 - 54.3 მლრდ)

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.77 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9%-ია (L.Y - 7.28 მლრდ, 12.43%). 

1 ოქტომბრისთვის (01.10.2021) სექტორი 13 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი (თუ სანქცირებული ვითიბის შვილობილსაც არ ჩავთვლით), მათ შორის 12 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, 1, ქართული კაპიტალით ("ბანკი ქართუ).

წელს ბაზრის დატოვება რუსული კაპიტალის ბანკს იძულებით მოუწია, შარშან კი თავისი ნებით ბაზრიდან გავიდა "ფინკა", რომლის აქტივი "კრედომ" შეიძინა.

 

000 ₾                             01.10.2022      01.10.2021

თიბისი ბანკი

26,243,256

22,976,022

საქართველოს ბანკი

25,998,517

20,667,199

ლიბერთი

3,548,197

2,890,121

ბაზისბანკი

2,908,525

1,650,410

კრედო ბანკი

2,046,049

1,572,575

პროკრედიტ ბანკი

1,705,628

2,123,408

ქართუ

1,494,511

1,324,566

ტარაბანკი

1,447,944

1,324,566

ვითიბი ბანკი

513,144

2,123,408

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner