
ფინანსები
29/05/2023
საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა - რეიტინგი
საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა, წლიურად (Y.Y) 32%-ით, 767,7 მლნ ლარამდე (01.05.2022 - ₾ 523 მლნ).
სანქცირებული ვითიბის შარშანდელი ეფექტის (01.05.22-ის 47 მლნ-იან ზარალი) გამორიცხვით 33%-იანი ზრდაა.
01.05.2022-ისთვის ბაზრის 14 მონაწილიდან 3 იყო ზარალზე, მათ შორის რუსული ვითიბის შვილობილი, 47 მლნ ლარამდე ზარალით.
01.05.2023-ის მდგომარეობით კი ზარალზე 2 ბანკია "სილქ ბანკი" და ახლადლიცენზირებული ციფრული, "პეისერა" ბანკი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერაც არ დაუწყია.
ბაზრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა "კრედოს" 125%-იანი ზრდა. ყოფილი მისო მოხვდა სისტემურ ბანკებში, რომლებსაც "კრედოსგან" განსხვავებით, სებ-ი კაპიტალის დამატებით ბუფერებს სთხოვს.
ბანკები წმინდა მოგებით
01.05.23 |
01.05.22 |
|
საქართველოს ბანკი | 357,228 | 279,423 |
თიბისი | 297,954 | 210,296 |
კრედო | 18,453 | 6.97 |
ლიბერთი | 17,651 | 12,7 |
ბაზისბანკი | 15,811 | 21,7 |
პროკრედიტ ბანკი | 15,500 | 13,4 |
ქართუ | 10,480 | 4.51 |
ხალიკ ბანკი | 10,371 | 5.95 |
წყარო: | ბანკები | 000 ₾ |