ფინანსები
23/06/2022
საბანკო სექტორს სავალუტო ვაჭრობიდან მოგება ეზრდება
სავალუტო ვაჭრობით ბანკებს მოგება მაისში თითქმის გაუორმაგდა. 74 მლნ ლარამდე გაეზარდა (04/2022 – 39 მლნ), თუმცა სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებულ 22 მლნ-იან ზარალს თუ გამოვაკლებთ, 50 მლნ-ის ფარგლებში რჩება.
მთლიანად იანვარ-მაისში სექტორმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) 234 მლნ ლარი მიიღო (L/Y – ₾40 მლნ). რეალური მოგება უფრო მეტია. მაჩვენებელს სანქცირებული ვითიბის 27 მილიონიან ზარალი აკორექტირებს.
თიბისის მაისში 31%-იანი ზრდა აქვს, საქართველოს ბანკს + 48% (m.m), ლიბერთის +30% (m.m)
ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებით
01.06.2022 |
Q1.2022 |
|
მლნ ₾ |
მლნ ₾ |
|
საქართველოს ბანკი |
107,923 |
56,694 |
თიბისი ბანკი |
98,557 |
58,802 |
ლიბერთი ბანკი |
13,584 |
8,297 |
ბაზისბანკი |
11,481 |
9,598 |
პროკრედიტ ბანკი |
10,220 |
6,513 |
წყარო: სებ-ი & ბანკები