ფინანსები
28/01/2022

საბანკო სექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი ₾100 მლნ-ით გაეზარდა

საბანკო სექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი გაეზარდა.

2021 წელს ყველაზე ხარჯიანი დეკემბერი იყო 86 .4 მლნ ლარით (11/2022 –  ₾69 მლნ ), სულ წლის განმავლობაში სექტორს აპარატის დაფინანსება 800 მლნ ლარი დაუჯდა, წინა, პანდემიურ წელთან შედარებით, 100 მლნ-ით მეტი (2020-  ₾692 მლნ; +14ю3%Y,Y). სექტორის staff cost-ი (პერსონალის ხარჯი/შემოსავალთან) 21%-ია.

აღნიშნული დანახარჯი, ბანკების არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაურებასთან ერთად, ინვენტარის და საექსპლუატაციო ხარჯებს კრებს და 01.01.2022-ისთვის 1.5 მლრდ ლარს შეადგენს (01.01.2021 – 1.3 მლრდ ლარი). 

არასაპროცენტო ხარჯის/შემოსავალთან კოეფიციენტი თიბისის და საქართველოს ბანკს, შესაბამისად აქვს 31.7% და 37%, ახლადგამსხვილებულ "კრედო ბანკს" (ყოფილი მისო), რომელიც არა ხარჯებით და შემოსავლებით მე-3-ა, 66%-იანი კოეფიციენტი აქვს, მაღალი staff cost-ით კი ბანკი თავს ვერ მოიწონებს.

ბანკები  არასაპროცენტო  შემოსავლებით და ხარჯებით 01.01.2022

კომერციული ბანკი

არასაპროცენტო  შემოსავლები (000₾)

არასაპროცენტო  ხარჯები (000₾)

თიბისი

583,220

445,384

საქართველოს ბანკი

430,370

502,624

ლიბერთი ბანკი

26,741

165,584

ვითიბი ბანკი

34,890

  69,524

პროკრედიტ ბანკი

16,858

  42,831

ბაზისბანკი

6,069

  33,098

კრედო ბანკი

67,873

134,462

წყარო: სებ-ი და ბანკები (000 ₾)

Businesspartner