ფინანსები
29/06/2022

საბანკო სექტორს მაისში აქტივები შეუმცირდა - რეიტინგი

ბანკებს მაისში აქტივები 170 მლნ ლარით შეუმცირდა, 62.6 მლრდ ლარამდე. წლიური ზრდა 10%-მდეა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს (+17%Y.Y) ჩამოცდება. სებ-ის სტატისტიკით, ზრდა 59%-ით არის აღდგენილი.

1 ივნისის მდგომარეობით  სისტემური 2 ბანკის წილი 75.7%-ია (01.05.2021 – 74.7%). მაისში აქტივებზე სექტორის მომგებიანობა (ROA) გაზრდილია 2.66%-მდე (01.05.2021 – 2.56%), ბანკების უკუგება 3%-ს გარკვეულწილად სანქცირებული ვითიბის უარყოფითი  კოეფიციენტის (-11%) ხარჯზე ჩამოცდება.

სექტორი კვლავ 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, ვითიბი, 473 მლნ-მდე შემცირებული აქტივებით (01.06.2021 -₾ 2,1 მლრდ).

მილიარდერი ბანკებიდან (>1 მლრდ აქტივებით) მაისში ROA  კრედოს, ტერა ბანკს და ლიბერთის შეუმცირდა (01.05,.2022  - 1.2%; 2.22%, 1.23%).

 ბანკები აქტივებით და აქტივებზე უკუგებით (01.06.2022)

 

000 ლარი

ROA

თიბისი

23,912,495

3.65%

საქართველოს ბანკი

23,526,758

2.99%

ლიბერთი

3,295,504

1.14%

ბაზისბანკი

2,814,903

3.08%

კრედო

1,868,359

0.93%

პროკრედიტ ბანკი

1,780,471

2.39%

ქართუ ბანკი

1,492,643

1.38%

ტერა ბანკი

1,374,220

2.14%

წყარო: ბანკები

Businesspartner