საბანკო სექტორს დეპოზიტების პორტფელი ₾570 მლნ-ით შეუმცირდა
საბანკო სექტორს დეპოტიზების პორტფელი შეუმცირდა.
სებ-ის მონაცემებით, საბანკო სექტორში 2021 წლის პირველი მაისისათვის 35.62 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული, ეს 570.47 მლნ ლარით, ანუ 1.58%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებოით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.56%-ით ნაკლები).
აღსანიშნავია, რომ აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 212.22 მლნ ლარით, ანუ 1.27%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 782.68 მლნ ლარით, ანუ 4%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 37.29% შეადგინა. 1-ლი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.75%-ული პუნქტით.
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.24% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.82%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.51%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.81%, ხოლო ევროს წილმა 14.70% შეადგინა.