ფინანსები
25/05/2023
საბანკო სექტორს აქტივები შეუმცირდა - ბანკების რეიტინგი
2023 წლის აპრილში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.1 მლრდ ლარით (-1.66% m.m) შემცირდა და 2023 წლის აპრილის ბოლოს (01.05.2023) 66.2 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით, სექტორის სააქციო კაპიტალი 9.2 მლრდ ლარია, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8%.
01.05.2023-ისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
TOP8 ბანკი > ₾1 მილიარდის აქტივით
|
|
01.05/2023 000 ₾ |
| საქართველოს ბანკი | 25,532,876 |
| თიბისი | 25,012,721 |
| ლიბერთი | 3,665,773 |
| ბაზისბანკი | 3,020,704 |
| კრედო | 2,222,685 |
| პროკრედიტბანკი | 1,569,869 |
| ტერაბანკი | 1,455,244 |
| ქართუ | 1,329,166 |
