ფინანსები
29/07/2021

საბანკო სექტორმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ივნისში ₾60 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა ივნისში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს, 60 მლნ ლარის.

თუმცა სავალუტო სახსრების („სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი” გამოითვლება როგორც მიმდინარე თვეში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო უცხოური ვალუტის აქტივების გადაფასებას, გამოკლებული უცხოური ვალუტის ვალდებულებების გადაფასება) გადაფასებიდან ივნისის ზარალი 30 მლნ-ია და შესაბამისად H1/2021-ის ყველაზე მომგებიანი თვე აპრილი რჩება $/₾ კურსის თანმიმდევრულად აღმავალი ტრენდის პერიოდი.

აპრილში ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან მიიღეს 25 მლნ-ის შემოსავალი + 9.6 მილიონი, სავალუტო სახსრების გადაფასებიდან.

სებ-ის სტატისტიკით, ჯარიმა-საურავებიდან სექტორს ივნისში შეუვიდა 6.6 მლნ ლარი. 6 თვის ჯამურმა შემოსავალმა კი 33.6 მლნ ლარი შეადგინა,  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.7%-ით მეტი (H1/2020-ის 21,3 მლნ ლარი) .