ფინანსები
25/03/2021
საბანკო სექტორმა თებერვალი $39.8 მლნ-იანი მოგებით დაასრულა
საბანკო სექტორის თებერვლის წმინდა მოგება 39.8 მლნ დოლარია (მიმდინარე ფასებში, 24/03/2021 $/₾ -ის კურსით).
შარშან თებერვალში სექტორი 30.9 მლნ-იან მოგებაზე გავიდა. რაც 100 მლნ ლარის ექვივალენტია, შარშანდელი 24 მარტის ოფიციალური კურსით, როცა სებ-ი პანდემიის პირველ ტალღაში ინტერვენციას ინტერვენციაზე უშვებდა და ბაზრის დასაშოშმინებლად აანონსებდა კიდეც. 25/03/2020-ისთვის $/₾ -ის კურსი $1/₾3.45-მდე ავარდა.
თვის კონსოლიდირებული მოგების ცხრილში ათვლა 2017-ით იწყება, რადგან საფინანსო წრეებში, ის გარდამტეხ წლად მიიჩნევა, რეგულაციების გამკაცრებამდე პერიოდის გამყოფად.
$/₾ მარტის კურსი 2019/2018/2017 წლებში 2.68/2.4/2.4 იყო.
M/Y |
მოგება |
მლნ USD |
|
02/2021 |
40 |
02/2020 |
31 |
02/2019 |
21 |
02/2018 |
38 |
02/2017 |
35 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი