ფინანსები
19/04/2022

საბანკო სექტორმა I კვარტალი ₾413 მლნ-იანი მოგებით დაასრულა - ბანკების რეიტინგი

საბანკო სექტორი 2022 წლის I კვარტალს 413,5 მლნ ლარის მოგებით ასრულებს (Q1/2021- 411.8 მლნ). წლიური ზრდა მოკრძალებულია +0.4% (Y.Y).

1 აპრილის მდგომაროებით (Q1/2022) მოგებაზეა 11 ბანკი და კრებსითი მოგება 430 მლნ ლარს აღემატება.

ბაზარზე არსებული 14 ბანკიდან (ვითიბის ჩათვლით) ზარალზე 3  ბანკია, მათ შორის  24 მლნ ლარზე მეტი ზარალი აქვს ვითიბი ბანკ ჯორჯიას -  სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილს, რომლის ძირითადი აქტივები ბაზისბანკმა და ლიბერთიმ  შეიძინეს.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

ბანკები Q1/2022 (მლნ ₾) Q1/2021 (მლნ ₾)
თიბისი ბანკი 206,356 160.0
საქართველოს ბანკი 157,871   192.4
ბაზისბანკი ბანკი 21,211 7,155
ლიბერთი ბანკი  16,465  10.6
პროკრედიტ ბანკი  10,014 11.07

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner