ფოტო: GettyImages
ფინანსები
13/12/2021

საბანკო სექტორმა ბიზნესის დაკრედიტება გაზარდა

ბიზნესდაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი აგვისტო-ოქტომბერში 2.6-ჯერ აჩქარებულია, (+156%, 6.1%პ-ით), 3.9%-დან, 10%-მდე (სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით). იმავე პერიოდში კერძო სექტორის ლარში დაკრედიტების წლიური ზრდა კი 37.6%-დან, 33.3%-მდეა შენელებული (-11.4%; 4.3%პ-ით).

სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.6 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13.7 მლრდ ლარის სესხი.

01.10.2021   შემოსავალი/შემოსავალი  ბიზნესდაკრედიტებიდან

საქართველოს ბანკი

1 083 780 000

496 500 000

თიბისი ბანკი

1 083 664 000

496 432 000

პროკრედიტ ბანკი

    77 163 600

 68 600 000

ვითიბი ბანკი

  114 824 670

 57 200 000

ქართუ

    54 578 065

 51 070 000

ბაზისბანკი

    77 300 000

 50 035 000

ლიბერთი

   237 472 000

 37 471 000

კრედო ბანკი

  165 873 400

  3 000 000

 

 

 

წყარო: ბანკები

სებ-ი წელს მთლიანი დაკრედიტების 15-20% ზრდის ელის, რაც ერთობლივი მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხის რისკებს არ აჩენს. ტემპი წელს მისაღებია, მშპ-ს ზრდის პირობებში. 2020 წლისგან განსხვავებით როცა მშპ-ს ზრდა 0% იყო.

შემოსავლების აღდგენის მოცემულობაში, საფრთხის შემცველი არ არის. შესაბამისად, მოთოკვის და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ დგას. არც დოლარიზაციის შემზღუდავი ბერკეტების დამატების.

როგორც სებ-ს აქვს გაცხადებული, მაღალი დოლარიზაცია მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ასუსტებს. ასევე მოქმედებს ბიუჯეტის დეფიციტი (2022 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ზეა დაგეგმილი). ფინანსთა სამინისტროს მოლოდინით, 2021-ის ბოლოს, 9%-დან 6.5%-ზე ჩამოვა. როგორც იცით, მპკ-ის დანიშნულებაა შეაკავოს ინფლაციური პროცესების მოლოდინებში გადაზრდა.

 

Businesspartner