ფინანსები
09/12/2020

საბანკო სექტორმა 2020 წელი შესაძლოა ₾50 -100 მლნ-მდე წმინდა მოგებით დაასრულოს

ქართული ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგებისთვის გაღებული 1.2-მილიარდიანი ხარჯის მიუხედავად, საბანკო სექტორმა 2020 წელი შესაძლოა 50 -100 მლნ ლარამდე წმინდა მოგებით დაასრულოს.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ამას ბანკების საოპერაციო საქმიანობა განაპირობებს. მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით, ქართული ბანკები თითქმის, 86 მილიონიან ზარალზე არიან.

“ეროვნული ბანკის დავალებით, ბანკებმა მიმდინარე წლის მარტში მოახდინეს პანდემიის შესაძლო გავლენის შეფასება მათ სასესხო პორტფელზე. სხვადასხვა კრიტერიუმით და დაშვებებით გაკეთდა ეს შეფასება და გვინდოდა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო შეფასება.

ინდუსტრიამ პრაქტიკულად შექმნა 1.2 მლრდ ლარის რეზერვი. ეს იყო აუცილებელი. წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ სექტორი რაღაც მოგებაზე გავა და ეს მოგება შესაძლებელია იყოს 50-100 მილიონი ლარის ფარგლებში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, გასულ წელს, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა მოგებამ 953 მლნ ლარი შეადგინა.

Businesspartner