ფინანსები
06/03/2023

საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად ₾6.95 მლრდ-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 6.95 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 642.2 მლნ ლარით შემცირდა) და 43.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 18.9%-ით გაიზარდა, ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით.

კერძოდ, იანვარში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 255.2 მლნ ლარით (1.3%-ით) გაიზარდა და 19.7 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად სამთავრობო სექტორის დეპოზიტების მატებამ გამოიწვია.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 126.8 მლნ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიული პირების დეპოზიტების კლებას უკავშირდება. იანვარში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტების 682.4 მლნ ლარით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვარში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 6.47% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 8.5% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და 0.8% შეადგენს. რეზიდენტების ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, რაც მეტწილად ლარისა და დოლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ განაპირობა.

კერძოდ, ლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით შემცირდა და 12.3% შეადგინა. დოლარის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით 1.0%-მდე შემცირდა. ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით გაიზარდა და 1.1%-ის დონეზეა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023