ფინანსები
27/09/2022

საბანკო სექტორის აქტივები ₾68 მლრდ-ია - რეიტინგი

საქართველოს ბაზარზე სანქცირებული რუსული ბანკი ჯერ კიდევ რჩება, 460 მლნ ლარის აქტივით. მ.შ. 292 მლნ ლარის წმინდა სესხებით, 5 მლნ-მდე საინვესტიციო ფასიანი ქაღალდებით და 18,6 მლნ-მდე მისაკუთრებული ქონებით. ასევე 60 მლნ-ის ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივებია.

სისტემაში მოქმედი ბანკი 13-ია, მ.შ. 1 - ქართუ ბანკი ადგილობრივი კაპიტალით. სებ-ის სტატისტიკით,  სექტორის აქტივები გაზრდილია, 68 მლრდ ლარამდე, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდა არ არის. მატება  სავალუტ აქტივის გადაფასების ხარჯზეა . კურსთა სხვაობის შედეგად  2.76-დან, 2.9 -მდე.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.

ბანკების რეიტინგი აქტივებით (₾) /01.09.2022/

საქართველოს ბანკი

26,480,565.000 

თიბისი ბანკი

25,733,096,000

ლიბერთი ბანკი

3,444,200,000   

ბაზისბანკი

3,002,015,000  

კრედო

2,020,386,000   

პროკრედიტ ბანკი

1,745,740,000   

ქართუ

1,507,711,000

ტერა ბანკი

1,448,974,000

ხალიკ ბანკი

944,060.000

პაშა ბანკი

507,374.000

ვითიბი ბანკი

458,090.000

ის ბანკი

404,355.000

ზირაათ ბანკი

177,313.000

სილქ ბანკი

 87,573.000

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner