ფოტო: thefintechtimes
ფინანსები
06/06/2022

საბანკო სექტორი ზრდას აპაუზებს

ბანკების მთლიანი აქტივები წლიურად 7%-ით არის გაზრდილი, 62.8 მლრდ ლარამდე (01.05.2021 – 58,7 მლრდ). ზრდა თითმის 3-ჯერ შემცირებულია (01.05.2021 - +19.6%Y.Y)

1-ლი მაისის მდგომარეობით  სისტემური 2 ბანკის წილი 75.8%-მდეა  (01.05.2021 – 74.7%). სექტორის მომგებიანობა აქტივებზე (ROA), შემცირებულია 2.56%-მდე (01.05.2021 – 3.05%), თუმცა ძირითადად სანქცირებული ვითიბის უარყოფითი კოეფიციენტის  ( -9.5%) ხარჯზე.

საბანკო სექტორი ჯერჯერობით 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი ვითიბი 477 მლნ-მდე შემცირებული აქტივებით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.23 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1%-ია.

ბანკები აქტივებით და აქტივებზე უკუგებით (01.05.2022)

 

000 ლარი

ROA

თიბისი

23,972,400

3.57%

საქართველოს ბანკი

23,658,186

2.78%

ლიბერთი

3,227,518

1.23%

ბაზისბანკი

2,807,256

2.91%

კრედო

1,864,978

1.17%

პროკრედიტ ბანკი

1,787,051

2.21%

ქართუ ბანკი

1,571,363

1.01%

ტერა ბანკი

1,383,709

2.22%

წყარო: ბანკები

 

Businesspartner