ფოტო: bankingexchange.com
ფინანსები
22/08/2022

საბანკო სექტორი წელს შარშანდელ მოგებაზე ვერ გადის - მომგებიანი ბანკების რეიტინგი

საბანკო სექტორი წელს შარშანდელ მოგებაზე ვერ გადის. იანვარ-ივლისი მოგებით 11-მა ბანკმა დაასრულა, ჯამური მოცულობით, 1,197 მლრდ ლარი. 86% ორ ბანკზე მოდის.

მოგება შეუმცირდასისტემურ ბანკებს. 1-ლი აგვისტოსთვის (7m/2022) სისტემაში რჩება 13, თუ სანქცირებული "ვითიბის" შვილობილ ბანკს ბაზრის მონაწილედ აღარ ჩავთვლით, რომლის აქტივიც "ბაზისბანკმა" და "ლიბერთიმ" თებერვალ-მარტში გადაინაწილეს. სანქცირებიდან მე-6 თვეს ვითიბი 64.5 მილიონიან ზარალზეა. მასთან ერთად ზარალზე რჩება "პაშა" და "სილქროუდ ბანკი".

ბანკების რეიტინგი მომგებიანი (ზარალი)ანი

 

7m/2022pa

7m/2021

000 ₾

000 ₾

თიბისი ბანკი              

554,452

580.007

საქართველოს ბანკი

483,293

488,387

ბაზისბანკი

 37,287

  20,842

პროკრედიტ ბანკი

 27,397

  23,794

ლიბერთი ბანკი

 24,089

  29,773

ტერა ბანკი

 19,409

  17,941

ქართუ

 16,104

  19,039

კრედო

 13,179

  18,568

წყარო: სებ-ი & ბანკები

Businesspartner