ფინანსები
24/08/2021

საბანკო სექტორი იანვარ-ივლისში რეკორდულ, ₾1.23 მლრდ-იან მოგებაზე გავიდა

1.23 მილიარდი ლარი - საბანკო სექტორმა 7 თვე რეკორდული წმინდა მოგებით დაასრულა. შარშან ამავე პერიოდში სექტორს 0.5 მილიარდიანი ზარალი ჰქონდა, რაც პანდემიის გამო სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნას უკავშირდებოდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ ივლისში კომერციულმა ბანკებმა 178 მლნ ლარის წმინდა მოგება დააგენერირეს. თვის განმავლობაში 520 მლნ ლარის შემოსავლები და 320 მლნ ლარის ხარჯის ფონზე.

7 თვის მონაცმებით, ბანკების კონსოლიდირებულმა შემოსავლებმა 3.3 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, 2.64 მლრდ საპროცენტო შემოსავალი იყო.

საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკებით არის წარმოდგენილი.

 

 

 

Businesspartner