
ფინანსები
12/07/2023
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი NBG-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) I ვიცეპრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი საბანკო ასოციაციის (BAG) პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი სებ- ის და საბანკო ასოციაციის ერთობლივ პროექტებს და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს შეეხო.
BAG აქტიურად არის ჩართული მონეტარული, საზედამხედველო და სხვადასხვა პოლიტიკების შემუშავებისა და განხილვის პროცესში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საბანკო ასოციაციასთან ღია ბანკინგის საკითხებზე.