საბანკო ასოციაცია: ქართული ბანკები მოქმედებენ სანქციების შესაბამისად
რუსული არხების გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს საბანკო ასოციაცია ეხმიანება.
ასოციაცია განმარტავს, რომ ეს ტყუილია და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს.
"საქართველოში არსებული კომერციული ბანკები განუხრელად მოქმედებენ საერთაშორისო რეზულიციებით განსაზღვრული სტანდარტების და სანქციების შესაბამისად.
საბანკო სექტორი ქვეყნის ლიდერი სექტორია, წლების მანძილზე, მისი სიძლიერის და მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ საერთაშორისო ნორმების, პრაქტიკებსა და სტანდარტების განუხრელი დაცვაა.
დღეს, როდესაც მთელი საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს დემოკრატიული ღირებულებებისთვის მათ სამართლიან ბრძოლას, მნიშვნელოვანია ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", - განმარტებულია ასოციაციის განცხადებაში.