საბანკო ანგარიშებზე ფიზიკური პირების ₾23 მლრდ-ზე მეტია განთავსებული
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ფიზ და იურიდიული პირების, გარდა ბანკისა) მოცულობამ Q1/2023-ისთვის 43,3 მლრდ ლარი შეადგინა. მარტში კლებაა, თუმცა ძირითად კურსის ეფექტით (01.03.2023 - ₾ 43.6 მლრდ).
კომერციულ ბანკებში 23.2 მლრდ ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტებია. მ.შ. 50%-ზე მეტი სავალუტო ანაბრებია, იმის მიუხედავად, რომ სარგებელი დაბალია, აშშ დოლარში ვადიანი დეპოზიტის წლიური განაკვეთი 1.5%-3.5%-ის ფარგლებშია. ევროში კი სისტემურ ბანკებს, სადაც საცალო ანაბრების 79%-ია, ნულოვანი შეთავაზება აქვთ.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 80%-ს აღემატება.
ბანკების საანაბრე პორტფელის აღმავალი ტრენდის შენარჩუნება გარკვეულწილად მიგრანტთა კონტრიბუციითაც არის გამპირობებული.
ბანკების რეიტინგი დეპოზიტებით (მლრდ ₾)
|
დეპოზიტები |
მ.შ საცალო |
საქართველოს ბანკი |
17,377 |
10,397 |
თიბისი ბანკი |
17,021 |
8,740 |
ლიბერთი ბანკი |
2,730 |
1,386 |
ბაზისბანკი |
1,879 |
0.886 |
ბანკი ქართუ |
0,978 |
0.385 |
ტერა ბანკი |
0,916 |
0,387 |
წყარო: კომერციული ბანკები (Q1/2023)