ფინანსები
06/10/2022

რუსეთის მოქალაქეების დანაზოგებმა ქართულ ბანკებში 2 მლრდ-ს მიაღწია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან (24 თებერვალი) ქართულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45,350 მოქალაქემ გახსნა.

IDFI-ს ინფორმაციით, AML ანგარიშგებით 01.01.2022 -ის მდგომარეობით, რუსეთის 28,221 მოქალაქე იყო ადგილობრიბი ბანკების დეპოზიტარი. 01.07.2022-ისთვის 58,160-მდე. 01.09.2022-ის მდგომარპებით კი 60 000-ს გადააჭარბა. მოცულობა კი 2 მლრდ ლარს აღწევს. 2022 წლის დასაწისში კი  700 მლნ-ს არ აღემატებოდა.

24/02-01/09 პერიოდში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ანგარიშები 19 რუსულ კომპანიას გაუხსნეს (რეგისტრირებულია რუსეთში).

რუსი დეპოზიტარების ანაბრების 53% მოთხოვნამდე დეპოზიტებია, 21% მიმდინარე ანგარიში და მხოლოდ 26%--ია ვადიანი ანაბარი. ამასთან ომამდე ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.

ვადიან დეპოზიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ომამდე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 60%-ს აღწევდა.

რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების 1.9 მლრდ-იან პორტფელში 72% (1,36 მილიარდი) აშშ დოლარშია, რუსულ რუბლში კი 0,06% (1,2 მლნ).

ომმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას.  170%-ით გაიზარდა დეპოზიტების ნაშთი, სამჯერ გაიზარდა რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლები. გაიზარდა ფულადი გზავნილები.

IDFI-ს  შეფასებით,  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შექმნილმა გარემოებებმა ხელი შეუწყო რუსეთიდან  საქართველოში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის შემოდინებას, რამაც თავის მხრივ  მოკლევადიან პერიოდშივე  გავლენა იქონია ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ეკონომიკურ  ზრდაზე, სავალუტო კურსის გამყარებაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023