ფინანსები
27/10/2023
რუსეთ-ბელარუსიდან მიგრაცია შემცირდა
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, ზაფხულში (2023) საერთაშორისო მოგზაურობის აქტივობა შენარჩუნდა. მესამე კვარტალში (Q3/2023) ნაკადი 21 %-ით (Y,Y) გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი კოვიდპანდემიამდელ დონეს 16.5%-ით ჩამორჩება.
წინა კვარტალებში დაწყებული მიგრაციული ნაკადები (რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან) შენელდა. თუმცა სხვა ქვეყნებიდან, მ.შ. ევროკავშირიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ვიზიტების რაოდენობა კვლავ მზარდი იყო.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ($ მლნ)
H1/2023 | 1,805 |
2022 | 3,517 |
2021 | 1,245 |
2020 | 0.542 |
2019 | 3.270 |
2018 | 3,222 |
წყარო: ეროვნული ბანკი