ფინანსები
11/02/2022

როგორ შეირჩევა პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი - კომისიის პირობები

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. 

კომისიის გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.

უფრო კონკრეტულად საპროცენტო განაკვეთი ამჟამად 25.5% გამოდის, (ეფექტური - 26%). მისი დათვლის წესი კი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 15%-ია. საუბარია 1.2 მლნ ბენეფიციარზე.

უწყებათაშორისი კომისია 28 ივლისს შეიქმნა.