
რისკიანი საპენსიო პაკეტი 5 000-მა პირმა აირჩია
საპენსიო ფონდის 5 000 ზე მეტმა ბენეფიციარმა მაღალრისკიან პაკეტზე არჩევანი უკვე გააკეთა. სქემის მონაწილეთა (1.4 მლნ პირი) 0.5%-მა.
დანარჩენი მილიონიც (75%) თუ აირჩევს თავისი დანაზოგის 60%-მდე გლობალურ აქციებში განთავსებას, საკანონმფებლო ცვლილებები, მათ, დაბალრისკიანში ვერ დააბრუნებს.
ამ დროისთვის მოქმედი კანონით,მონაწილეთა 75%/15%/10% ავტომატურად გადანაწილებულია მაღალ/საშუალო/დაბალრისკიან პაკეტში და ცვლილებებით, რომელსაც სექტემბრის პირველ სასესიო კვირას II მოსმენით განიხილავენ, 2028 წლამდე დაბრუნდებიან დაბალრისკიანში.
იქ, სადაც, აქციებში დაბანდება, 20%-მდე იზღუდება და რომელიც, ცვლილების მიღებამდე, >50 წლის ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი (მონაწილეთა მხოლოდ 10%-ისთვის).
საშუალორისკიანში (ნაკლებადრისკიანის და მაღალრისკიანის ნაზავი) ბენეფიციართა 15% მოხვდა. რომლის არჩევაც ასევე შესაძლებელია იმ კატეგორიისთვის, რომელსაც არ სურს იძულებით 10%-ში.
სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა 75%-ია, ფულადი სახსრების და დეპოზიტების 50%.
არჩევანი განაცხადიდან 40 დღეში აისახება. ცვლილება შესაძლებელია ყოველ 12 თვეში. ვინც მატად გარისკავს, დანაზოგიდან უფრო მეტს მიმართავს კომპანიების აქციებში, ETF-ში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიების (Apple; Amazon;BHP; Sony...) რეპლიკაციით დგება. ვინც არ გარისკავს, თანხების დიდი ნაწილი სამთავრობო ობლიგაციებსა და ბანკის სადეპოზიტო ანგარიშებზე დარჩება.
ექსპერტების ნაწილისთვის მაღალი რისკის აღება მიუღებელია, რადგან მაღალი მომგებიანობის შესაძლებლობას, თან სდევს მაღალი დანაკარგების რისკი. რისკის გაზომვის მეთოდოლოგია კი საპენსიო სააგენტოს არ აქვს.
ფინანსისტების გარკვეული ჯგუფის აზრით, საერთაშორისო ინდექსებში დაბანდაბა რისკის გაწევად ღირს. იმ მოცემულობაში, რომ სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის და მმართველობის ყველა რგოლს და ეტაპს, ყველაზე მსხვილი საფინანსო რეგულატორი სებ-ი ზედამხედველობს.
საინვესტიციო ბანკირების შეფასებით, უსაფრთხოება უფრო მეტად დაცულია და რისკები დაბალანსებულია საინვესტიციო საბჭოს ქუდის ქვეშ.
რისკის დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი კი ყველაზე დიდი რისკის მატარებელი იქნებოდა.