RIA -ს ცხელ ხაზს აგვისტოდან ქართული ემატება
19 აგვისტოდან Ria -ს ცხელ ხაზზე ქართულენოვანი პროგრამა ირთვება. ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა 160 ქვეყანასა და 402,000 -ზე მეტ მომსახურების პუნქტს მოიცავს.
Ria საერთაშორისო გზავნილების სისტემებს შორის, ქართულ ბაზარზე III ადგილს იკავებს. გადმორიცხვები წლიურად 30%-ით გაზრდილია
06/2023 $ მლნ | 06/2022 $ მლნ | |
Unistream | 76,980 | 111,440 |
Zolotaia korona | 56,974 | 136,524 |
RIA | 61,945 | 48,711 |
Western union | 41,834 | 37,902 |
წყარო: სებ-ი
Ria-ს საშუალებით თანხის გადარიცხვა/მიღება შესაძლებელია აშშ დოლარსა და ევროში. დსთ -ს სივრცეში 200 ერთეულამდე თანხაზე საკომისიო 2%-ია. 5 000-მდე,0.8% (USD/EUR).
USD/ EUR 5,000-მდეა ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტიც. ევროპა/აშშ/კანადის ტარიფი შესაბამისად 4% და 2.5% -იa. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი), შესაბამისად 4% და 1.3%
ქართულ და ინგლისურ ენებზე მომსახურების მიღება შესაძლებელია +995 706 07 00 46 -ზე