ფინანსები
30/06/2020

რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის წილი მარტივად გასხვისდება

რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისება ეროვნულ ბანკს შემძენის სრულყოფილი შესწავლის გარეშეც შეეძლება, თუმცა გარკვეული პირობებით.

თუკი ვერ მოხდა 10, 25 ან 50%-ზე მეტი წილის შემძენის მიერ სწრაფად დოკუმენტაციის წარდგენა, ეროვნულ ბანკს შეეძლება გაასხვისოს წილი, თუმცა შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან ხმის უფლება თავად გამოიყენოს.

ამასთან, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, სებ-ი შეძლებს აქციების გასხვისება მოითხოვოს, ან სხვა საზედამხედველო ზომები და სანქციები გამოიყენოს.

კანონით, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის გასხვისებაზე თანხმობის გაცემა გამარტივებული გზით მოხდება.

ეროვნული ბანკი ვალდებულია წილის შემძენის რეპუტაცია და სახსრების წარმომავლობა 10 სამუშაო დღის ვადაში შეაფასოს და შედეგების გათვალისწინებით თანხმობა ან უარი განაცხადოს.

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, წილის შეძენის შემდეგ, პირი ან კომპანია ვალდებული იქნება მარეგულირებელს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა წაუდგინოს.

თანხმობის მისაღებად კი აუცილებელია დეკლარაციაში მითითებული იყოს საიდენტიფიკაციო მონაცემები; მონაცემი, რომ დეკლარანტი ან სხვა წილის შემძენი ბენეფიციარები არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ასევე აუცილებელია მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენაც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023