ფინანსები
12/04/2022

რეფინანსირების სესხებს Covered Bond-ები ანაცვლებს

ცენტრალური ბანკის მიმოხილვით, ბანკების დავალიანება  3.7 მლრდ (რეფინანსირების  და 1-თვიანი სესხების ნაშთის ჯამი) ლარამდეა გაზრდილი.

1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების სესხების ნაშთი 2.5 მლრდ ლარია (01.04.2021 – 1.2 მლრდ). ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების ეს ინსტუმენტი სებ-ს ხმარებიდან ამოაქვს. მას COVERED BOND ჩაანაცვლებს.  ამოიწურა  სვოპების, 15 აპრილამდე გახანგრძლივებული ვადა, რომლითაც  მიკროსაფინანსოებიც სარგებლობდნენ. ბოლო საანგარიშო თვეში  (თებერვალი) სებ-ს ბაზრისთვის $75 მლნ -ის  ლარი აქვს მიწოდებული.

ბაზარი რახანია ელის უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდებსთვის COVERED BOND სავაჭრო მოედანს,  რომელიც  კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი  ყველაზე გრძელვადიანი და  ურისკო  ფასიანი ქაღალდია, დაცვის ორმაგი მექანიზმით  კომერციული ბანკის  პასუხისმგებლობით და  უძრავი ქონებით, რომელიც ანაზღაურების  გარანტია, რომც  გაკოტრდეს ემიტენტი ბანკი.

პოტენციური ემიტენტები, საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბანკების ტოპ მენეჯერები Covered Bond-ით კაპიტალის ბაზარზე ცვლილებებს არ ელიან, რადგან  ინვესტორი და ემიტენტი მხარეები კვლავ ბანკი, სახელმწიფო და ფონდი რჩება.  თუ ახლა საპენსიო დანაზოგების ბანკების დეპოზიტებშია და გადაინაცვლებს ბანკების ბონდებში.  ბანკები სესხებს სებ-ისგან პორტფელის უზრუნველყოფით თუ იღებენ, მომავალში  ბონდებს დააგირავებენ. როგორც ბანკირები ამბობენ  სებ-ი  ამით თავის რისკს იმცირებს. უფრო მაღალი ხარისხის გირაოს იღებს. ბანკირებს არ აქვთ იმედი, რომ Covered Bond-ით ლარის ახალ მსესხებელს მოიძიებენ.

ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი  აქციებით, საერთაშორისო  ორგანიზაციების და კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო  ობლიგაციებით არის წარმოდგენილი და მშპ-სთან მიმართებით 15%-ს შეადგეს.

 

 

Businesspartner