ფინანსები
25/10/2021

რას ითვალისწინებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის კანონპროექტი

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თანამედროვე სტანდარტების შემოღებას ემსახურება კანონპროექტი, რომელიც ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ “დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის” კანონპროექტზე განაცხადა, რომ პროექტი ინფრასტრუქტურული და ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობაში თანამედროვე სტანდარტების შემოღებას ემსახურება, ქმნის ე.წ. ფლობის ჯაჭვს და იცავს ინვესტორებს. ამასთან, ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული ვაჭრობა გახდება უფრო მოქნილი და შესაბამისად ლიკვიდური.

მისი თქმით, პაკეტი საკმაოდ მოცულობითია, კანონპროექტების რაოდენობიდან გამომდინარე, კი 2 მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო:

1.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი, რომელიც აყალიბებს ფასიანი ქაღალდების ფლობის ახლებურ რეჟიმს, კონკრეტულად იგი შეეხება დემატერიალიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდი დეპონირებული იქნას ცენტრალურ დეპოზიტარში. ეს ეხება საქართველოში საჯაროდ გამოშვებულ ყველა ფასიან ქაღალდს. ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ დაცული იყოს გაუთვოთცობიერებელი ინვესტორების წვდომა ფასიან ქაღალდებზე. ასევე შემოდის რეკონსილაციის მექანიზმი ყველა მონაწილოს ანგარიშების შესადარებლად.

2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონონმდებლობა ტოვებს ე.წ რეგისტირებული ფასიანი ქაღალდების რეჟიმს, რაც ბაზართან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა და რეალურად, ფასიანი ქაღალდი იქნება ისეთი ტიპის ქაღალდი, რომელიც შეიძლება იყოს კერძოდ გამოშვებული, ასევე შესაძლებელია მისი დემატერიალიზაციაც.

გიორგი გურგენიძემ განმარტა, რომ შენარჩუნებული იქნება ნომინალური მფლობელობის რეჟიმი. შემოდის ბროკერისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის საკითხი, რაც უზრუნველყოფს ამგავრი ფინანსური ინსტიტუების რეგულირებას, რომ ინვესტორის უფლებები დაცული იყოს.

კანონპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის ავტორიბით და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია. კონკრეტულად ამ კანონზე 2 წელზე მეტია მიმდინარეობს მუშაობა და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, მოდალურ კანონებს და გარკვეულ დირექტივებს, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივ სიცხადეს და ინვესტორთა მეტ დაცულობას.

პაკეტი მოიცავს შემდეგ კანონპროექტებს: სებ-ის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საპროცესო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, მეწარმეთა შესახებ ძველი და ახალი კანონი.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო კანონთა ნუსხა, რომელსაც ცვლილებები შეეხება. ესენია: სააღსრულებლო წარმოებათა კანონი, ფულის გათეთრების, ტერორიზმსა და ფინანსების აღკვეთის შესახებ კანონი, კომერციული ბანკების, საერთაშორისო კერძო სამართლის, საინვესტიციო ფონდების, სალიცენზიო მოსაკრებლის, სახელმწიფო ვალის და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონები.