ფინანსები
02/11/2021

რამდენი დახარჯა მთავრობამ იანვარ-სექტემბერში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე

2021 წელს სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში 4 510 ბენეფიციარის პროცენტის სუბსიდირებისათვის კომერციულ ბანკებში 8.8 მლნ ლარი გადაირიცხა. ამის შესახებ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაში წერია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. 

კორონავირუსის პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ სამშენებლო სექტორის ხელშემწყობი პროგრამა 2020 წელს დაიწყო, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდა. 

იპოთეკური სუბსიდირების, დეველოპერების მხარდამჭერი პირველი პროგრამა 2020 წლის ივნისიდან დაიწყო. 5 წლით 4% -იანი თანადაფარვის პირობით. მხოლოდ ახლადაშენებული ბინის შესაძენად იყო განკუთვნილი, 70 მლნ ლარის ჯამური ბიუჯეტით. 2020-ში (ივლისი-დეკემბერი) გაცემულ ლარში დენომინირებულ სესხებზე, ₾200 000 ლარამდე. სულ, 900 მლნ ლარამდე სუბსიდირებული სესხი დამტკიცდა.

გახარიასდროინდელი პროგრამით მთავრობას 1 800 დევნილის ბინის შესყიდვაც გაუიაფდა, 150 მლნ ლარამდე. ასევე ახლდა დათქმა - დეველოპერი 30%-ს თუ ვერ გაყიდდა, სახელმწიფო შეისყიდდა. ამ შემთხვევაშიც პროგრამა 25.06.2020 -ში გამოცხადა და 1.07.2020-დან ამოქმედდა.

რაც შეხება იპოთეკური სუბსიდირების მეორე ეტაპს, რომელიც1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს მრავალშვილიანი ოჯახების (ან ახალშეძენილი შვილები) მხარდაჭერას გულისხმობს.

პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:

• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, 1-ლი სექტემბრიდან. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

პროგრამა ერთჯერადია.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022