რამდენ ადამიანს ასაქმებს მიკროსაფინანსო სექტორი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან "კრისტალი" ყველაზე მხსვილი დამსაქმებელია. მისო ბაზარზე 50 ფილიალით არის წარმოდგენილი და 990-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
მეორე ადგილზე კი "რიკო ექსპრესია" 530 დასაქმებულით, მესამე პოზიციაზე კი "სვის კაპიტალი", სადაც 355 ადამიანი მუშაობს.
ამ დროისთვის ბაზარზე სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 386-მდე ფილიალით, სულ სექტორში 4200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ 6 კომპანია (ლაზარე, კავკასუსკრეიდიტ, ბონაკო, რივალკრედიტი, ჯი ეფ ეს ჯგუფი, მიკროინვესტი) ლიკვიდაციის რეჟიმში რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში სექტორის წმინდა მოგებამ 79 მლნ ლარს მიაღწია, იანვარ-სექტემბერში კი მაჩვენებელი 160 მლნ-ს აჭარბებს.
სებ-ის მონაცემებით, სექტორს 720 000-მდე სესხი აქვს გაცემული. ყველაზე მსხვილი პორტფელი ლომბარდებია და 637 მლნ ლარს აღწევს.