ფინანსები
11/04/2021

რამ გამოიწვია პორტფელური ინვესტიციების გადინება - Galt & Taggart-ი მიზეზებს ასახელებს

მარტში განვითარებადი ბაზრებიდან (EM) $4.8 მლრდ-ის გადინება მოხდა, რაც 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მსხვილი გადინებაა.

„პორტფელური ინვესტიციების გადინების რამდენიმე სავარაუდო მიზეზია: აშშ-ში სახაზინო ობლიგაციებზე მზარდი საპროცენტო განაკვეთები, ასევე განვითარებად ბაზრებზე მზარდი ვირუსის შემთხვევები და თურქეთში არსებული მდგომარეობაა, რაც უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობებზე“,  - წერს Galt and Taggart-ი ახალ ანგარიშში.

ანგარიშში თურქეთის მოვლენებზეც არის საუბარი. აღსანიშნავია, რომ  2021 წლის მარტში თურქეთის ეკონომიკურ ბლოკში მორიგი გადატრიალება მოხდა. 20-21 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თურქეთის ცენტრალური ბანკირი, რომელიც ამ პოსტზე 4 თვის წინ, 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა და პოსტზე დანიშვნის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 8.75 პპ-ით გაზარდა 19%-მდე (ბოლო ზრდა 19 მარტის შეხვედრაზე განხორციელდა).

თურქეთის ახალ ცენტრალურ ბანკირად დაინიშნა საჰაპ კავჩიოღლუ, რომელიც იზიარებს ერდოღანის შეხედულებას დაბალი საპროცენტო განაკვეთების შესახებ, ძირითადი ეკონომიკური თეორიების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ თურქული ლირა რეკორდულად, 14%-ით, გაუფასურდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023