ფინანსები
30/03/2022

რა ვალუტაში ირჩევენ სესხებს რეგიონებში - თბილისი ყველაზე დოლარიზებულია

რეგიონულ ჭრილში ყველაზე დოლარიზებული (60%-მდე) თბილისის პორტფელია. 31.4 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებიან ბანკების პორტფელში 18.2 მლრდ ლარის სავალუტო სესხებია და 13.2 მლრდ-ის ფარგლებშია მხოლოდ ლარში გაცემული კრედიტები.

56%-ია აჭარის 3.7 მლრდ ლარიანი პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი.

მაღალი ლარიზაციით (84%) გამოირჩევა კახეთი, ბანკებს 1.4 მლრდ ლარის სესხებიდან, უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 138 მლნ ლარის აქვს გაცემული.

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების დაბანდების 70%-ზე მეტი თბილისზე მოდის. რეგიონებში სულ, 11.8 მლრდ ლარის სესხებია გაცემული, მთლიანი პორტფელის (43.1 მლრდ ლარი) 27%.

თებერვალში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება 4.8%-ით, ლარში 0.5%-ით გაზრდილია, თუმცა წლიურ ჭრულში ლარის პორტფელის 24%-მდე აღინიშნება (+3.5%Y,Y; +23.8Y.Y)

 

01.03.2022 რეგიონები ბანკების სავალუტო დაკრედიტებით 

 

01.02.22

  01.03.2022

 

000 ლარი

000 ლარი

თბილისი

17 444 869

18 224 779

აჭარა

2 123 942

2 176 462

იმერეთი

640 207

649 655

ქვემო ქართლი

362 337

356 979

სამეგრ. ზემო სვანეთი

308 761

309 513

შიდა ქართლი

177 744

182 702

კახეთი

134 695

138 334

წყარო: სებ-ი

 

Businesspartner