რა უშლის ხელს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას - მიზეზები
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ გამოიკვლია პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მათ შორისაა: მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების არარსებობა, ქართული კომპანიების მოუმზადებლობა, საჯარო კაპიტალის ინსტრუმენტების არარსებობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.
როგორც საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯუღელი განმარტავს, ყველაზე დიდი გამოწვევა ცოდნის ნაკლებობაა და ამ კუთხით, მეტი მუშაობაა საჭირო.
„USAID ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. ერთი, ორგანიზაციული განვითარებისა და მეორე, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების კუთხით, რაც ჩვენი ძირეული საქმიანობაა. ჩვენი ასოციაცია საგანმანალებლო აქტივობებს რეგულარულად ახორციელებს, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია ახალგაზრდა ორგანიზაციაა და მას სჭირდება საკუთარი სერვისების განვითარება მეტი სტაბილურობისთვის. ხარისხიანი საგანმანათლებლო აქტივობები ძალიან ძვირადღირებულია და მნშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ბაზრის მონაწილეებისთვოის ხელმისაწვდომი იყოს. ასოციაცია უზრუნველყოფს ერთის მხრივ საქართველოში ტრენინგების ჩატარებას, რითაც ვზოგავთ ხარჯებს. ვინაიდან, აღნიშნული ტრენინგები განვითარებულ ფინანსურ ცენტრებში რომ ჩავატაროთ, მონაწილეებს მოუწევდათ იქ გამგზავრება და შესაბამისი დამატებითი ხარჯების გაწევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-ისა და დონარების დახმარებით ეს პროგრამები უფასოდ, ან ძალაინ მცირე ღირებულებით მიეწოდებათ ჩვენი ბაზრის მონაწილეებს, რაც ზრდის მათ ხელმისაწვდომობას.“-აღნიშნა ლაშა ჯუღელმა.
მისივე განმარტებით საფინანსო ბაზარზე პროფესიონალებზე მოთხოვნა ყოველთვისაა.
„ მიწოდების მხარის ნაკლებობისთვისაა მიმართული ჩვენი აქტივობებიც. ინტერესი ძალიან დიდია. სულ ორი დღის წინ დავასრულეთ საგანმანათლებლო ტრენინგ პროგრამა, რომელიც დერივატივებით ვაჭრობის ინსტრუმენტების გამოყენებაზე იყო კონცენტრირებული, მასში ხვადასხვა ჯგუფები მონაწილეობდნენ. მათ შორის კორპორაციები, იურიდიული ფირმები, ფინანსური მრჩევლები, ააუდიტორული კომპანიენბი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მოსამართლეები, იმისთვის რომ ბაზარზე არსებული წრე შეიკრას და შესაძლო დავების შემთხვევაში, შევისწავლოთ თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს საერთაშორისო პრაქტიკა.“ -აღნიშნა ლაშა ჯუღელმა.
მისივე თქმით, ტრენინგ პროგრამები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„უახლოეს პერიოდში იგეგმება ჰეჯირებაზე ტრენინგები, ხაზინის თანამშრომლობისთვის, ასევე მასერტიფიცირებელი ტრენინგ კურსები ბაზრის მონაწილეებისათვის, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები წევრი კომპანიებისთვის უფასოა. გვაქვს ჩვენი არხები, ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი. იქვეა შესაბამისი მონაცემების შევსების ველი. შეუძლიათ შეავსონ პოტენციურ კანდიდატებს და სელექციის შემდეგ მიიღებენ მონაწილეობას.“-აღნიშნა ლაშა ჯუღელმა.