ფინანსები
08/11/2021

რა დაუჯდება სახელმწიფოს პენსიონერთა აცრის წახალისება

საქართველოში დაახლოებით 500 000-მდე საპენსიო ასაკის მოქალაქეა, რომლებსაც ამ დრომდე კოვიდვაქცინაცინა არ გაუკეთებია. სახელმწიფომ პენსიონერთა წასახალისებლად ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის თანახმადაც აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია კონკრეტული თანხის დასახელება, რისი გაღებაც, ამ პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მოუწევს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, 0.5 მილიონი პენსიონერიდან რამდენი აიცრება წლის ბოლომდე. 

იმ შემთხვევაში თუ, 0.5 მილიონი აუცრელი პენსიონერიდან ყველა აიცრება, სახელმწიფოს 100 000 მლნ ლარის დახარჯვა მოუწევს. 

პენსიონერების წახალისების შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. 

Businesspartner