ფოტო: redmond-reporter.com
ფინანსები
04/02/2022

ყველაზე პრობლემური სამომხმარებლო სესხების პორტფელია

სამომხმარებლო სესხების პორტფელში ყველაზე პრობლემური აშშ დოლარის ქეისი რჩება. სესხების 8%-მდე (42.9 მლნ) უმოქმედოა.

სხვა მიზნობრივი კრედიტებისგან განსხვავებით, სამომხმარებლო პორტფელი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც გაფუჭების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება, პანდემიის კრიზისის გავლენის გარეშეც

2019 წლის ოქტომბრისთვის პრობლემურზე სავალუტო სესხების 9% მოდიოდა. ლოქდაუნის პერიოდში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა მაქსიმალურ 18%-ს 2020-ის ნოემბრის ბოლოს მიაღწია. 2021-ის ბოლოს (01.01.2022) კი 8% ნიშნულზეა.

სებ-ის ინფორმაციით, ევროში ნომინირებულ სამომხმარებლო პორტფელში უმოქმედო სესხების (8.5 მლნ)  წილი 5%-ია. ანალოგიური წილით  (5%- ₾ 275 მლნ) არის წარმოდგენილი ლარის ქეისიც.

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

01.01.2022

5%

8%

5%

01.11.2021

5%

11%

6%

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით  რეგულირდება. 01.01.2022-ის მდგომარეობით, 5.5 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხები ეროვნულ ვალუტაშია გაცემული და უცხოურ ვალუტაში 750 მლნ ლარამდე.

ბანკები მთლიანი სესხებით და წილით

 

 

 01.01.2022

 01.01.2022

 

 მლრდ ₾

%

 1

თიბისი ბანკი

16.7

38.8

 2

საქართველოს ბანკი                   

15.4

35.7

 3

ლიბერთი

1.97

4.9

 4

ვითიბი

1.55

3,6

 6

კრედო                     

1.49

3.5

 6

პროკრედიტ ბანკი                     

1.35

3.1

 7

ბაზისბანკი

1.25

2.9

წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები

Businesspartner