ფინანსები
13/10/2023

ყველაზე მეტი პრობლემური სესხი ჰორეკა სექტორშია

სებ-ის სტატისტიკით, ბანკების საზედამხედველო კაპიტალთან /უმოქმედო სესხების (მინუს რეზერვები) წილი, სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) 4.1%-ია.  

მთლიან პორტფელთან კი 1.66%-მდეა შემცირებული (IFRS-ით). სებ-ი ბანკების პორტფელის გაჯანსაღებას მსესხებელთა ფინანსური  განათლების გაზრდას უკავშირებს. ასევე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს, რაც რეგულაციების გამკაცრებაში გამოიხატება და რამაც ვალაუვალი მომხმარებელი მსესხებელთა ბაზიდან ნელ-ნელა განდევნა. 

₾1 500-მდე შემოსავლიან მსესხებელს მოკლევადიანი საჭიროების დაკმაყოფილება გაუჭირდა, რადგან სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა. აღნიშნული კატეგორიიდან უმეტესობა უკმაყოფილოა დაფინანსება რომ ვერ მიიღო და არ აბედნიერებს ის, რომ სესხის არ აღებით, სამაგიეროდ გრძელვადიანი ფინანსური პრობლემები აირიდა თავიდან. 

გრძელვადიან პერსპექტივაში ჭვრეტა ბევრს უჭირს, როცა მოკლევადიანი საჭიროება უდგას. სასესხო რეგულაციები სწორედ იმისთვისაა რომ აიძულოს, პრობლემის მოკლევადიან გადაჭრისას მომავალზე იფიქროს, აღნიშნულმა ნაბიჯმა გრძელვადიანი პრობლემა არ გაუჩინოს.

01.09.2023-ის მდგომარეობით, პრობლემური სესხების მოცულობა 870 მლნ ლარის ფარგლებშია. ბანკების მთლიანი დაკრედიტების მოცულობა კი 50 მლრდ ლარს აღემატება. 

ბანკების პორტფელში, ყველაზე მეტი პრობლემური კრედიტი ჰორეკა სექტორისთვის გაცემულ სესხებშია. 4.5%, 11.2 მლნ ლარის, მოდის ადგილობრივ ვალუტით დენომინირებულ სესხებზე და 10.5% აშშ დოლარის სესხებზე. 

გაპრობლემების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება ტურისტული მიმართულება (სასტუმრო-ტურიზმი), აშშ დოლარის პორტფელში, 7%-მდე უმოქმედო სესხების წილით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022